უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 15 131 ადამიანს დაუდგინდა, 13 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა
უკრაინაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 15 131 ადამიანს დაუდგინდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 235 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში გამოვლენილია ინფიცირების 787 891 შემთხვევა, მათ შორის 397 809 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 195 გარდაიცვალა.