უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 12 524 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 191 პაციენტი
უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 12 524 ადამიანს დაუდასტურდა, 191 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში გამოვლენილია დაინფიცირების 525 176 შემთხვევა, მათგან 9 508 ლეტალური აღმოჩნდა.
უკრაინაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 962-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო მაჩვენებელი 238 811-ს აღწევს.