უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 1 637 ადამიანს დაუდასტურდა
უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 1 637 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-რამეში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 24 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 392-ით გაიზარდა და ჯამში 47 822 შეადგინა.
უკრაინაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 91 356 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 068 პაციენტი.