უკრაინაში ავიაგამანადგურებელმა სუ-27-მა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. გამანადგურებელი გეგმიურ ფრენას ახორციელებდა და დაჯდომის დროს კატასტროფა განიცადა. ინციდენტის დროს პილოტი დაიღუპა.
ეს ბოლო პერიოდში უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში უკვე მეორე ავიაკატასტროფაა. ოქტომბერში, ვინიცის ოლქში კატასტროფა განიცადა სუ-27-მა, რომელიც ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობდა. მაშინ ინციდენტის დროს ბორტზე მყოფი ორივე პილოტი დაიღუპა.