უკრაინაში ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინაში ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათიდან ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ხმელინცკის, ოდესისა და ჟიტომირის რაიონებზე.
ოდესის რაიონზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.
სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხერსონთან. დაღუპულთა შორის არის ხუთი წლის ბავშვიც. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი ხერსონის რაიონის სოფელ ზელენოვკაში, მაღაზიასთან ჩამოვარდა, ამ სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.