უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამხედრო, რომლებიც ტყეში ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს, თუმცა ისინი უკან აღარ დაბრუნებულან. მათი გარდაცვალების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად რუსი ოკუპანტების თავდასხმა განიხილება.
„უნიანი“ წერს, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცები გაძარცვეს. მედიის ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ჯარისკაცი საკუთარი იარაღის გარეშე იპოვეს.