უკრაინაში პირველად 25 დეკემბერს შობა ოფიციალურად აღნიშნეს.
პრეზიდენტმა პეტრო პორშენკომ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 25 დეკემბერს უქმედ აცხადებს.
ამგვარად უკრაინაში მცხოვრები კათოლიკები, პროტესტანტები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ამ დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარებას შეძლებენ.
25 დეკემბრის უქმედ გამოცხადების ინიციატივით უმაღლეს რადაში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაი კნიაჟიცკი გამოვიდა.
შესაბამის გადაწყვეტილებას 16 ნოემბერს გამართული კენჭისყრისას 238-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აქამდე უკრაინაში შობას, საქართველოს მსგავსად, ოფიციალურად მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავდნენ