უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა. ენგელსში TU-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომია განთავსებული.

სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის ფაქტი დაადასტურა სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა.

მისი თქმით, ნამსხვრევები დაეცა საცხოვრებელ კომპლექს, საიდანაც სამხედრო ნაწილამდე და ენგელსის სამხედრო აეროდრომამდე 12 კილომეტრია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.