უკრაინამ რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
უკრაინამ რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

უკრაინამ რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.

„დღეს ჩვენ სანქციების მორიგი დღე გვაქვს. არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებებს“, – წერს ვოლოდმირ ზელენსკი ტელეგრამარხში.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, სანქცები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ „ზაპოროჟსტალზე“.

„ვიწყებთ რუსული წილის კონფისკაციის პროცედურას, ის იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.

„ზაპოროჟსტალი“ უკრაინაში ლითონის პროდუქციის სიდიდით მესამე მწარმოებელია.