უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„ისევ და ისევ აუცილებელია იმის თქმა, რომ თქვენ, ფაქტობრივად, იბრძვით არა მხოლოდ თქვენი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შვედეთს უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერისთვის.
„თქვენ ხედავთ, რომ რუსეთი ომის გაფართოებას ცდილობს. ამის შეჩერება მხოლოდ ერთად შეგვიძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ნორვეგიასა და ისლანდიასთან.