რუსტემ უმეროვი - რუსეთისთვის პასუხის გაცემა შეგვიძლია, ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას ვიყენებთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი არ აკონკრეტებს, რუსეთზე რა სახის იარაღით მოხდა თავდასხმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენა თუ არა უკრაინამ ბრიტანული რაკეტები Storm Shadow, მინისტრმა არ უპასუხა.
„ჩვენი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას ვიყენებთ, ასე რომ, დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თავს დავიცავთ და საპასუხო დარტყმებს განვახორციელებთ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა კოპენჰაგენში დანიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.