უკრაინამ „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე პირველად გამოიყენა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კარაჩევის რაიონში სამხედრო ობიექტი დაბომბეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად დაარტყეს რუსეთის ტერიტორიას „ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით.
უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის რაიონში სამხედრო ობიექტი დაბომბეს, რის შემდეგაც სამიზნე წარმატებით განადგურდა.
კარაჩევი მდებარეობს რუსეთის ბრიანსკი ოლქში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კმ-ის დაშორებით. ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათისთვის სამიზნე ზონაში 12 მეორადი აფეთქება მოხდა.