უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების გამო, თბილისში ორი საბავშვო-ბაღის მშენებლობა შეჩერდა
უხარისხოდ წარმოებული სამუშაოების გამო, თბილისში ორი საბავშვო-ბაღის მშენებლობა შეჩერდა

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ის ორი სამშენებლო პროექტი დაათვალიერა, რომელსაც კომპანია „გიკო“ ახორციელებს.

აღნიშნული მშენებლობები თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, საექსპერტო დასკვნის მომზადებამდე შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის ხარვეზები გახდა, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურმა ამავე კომპანიის მიერ აშენებულ N33-ე ბაგა-ბაღში აღმოაჩინა.

ზუგდიდის ქუჩა N3-სა და ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში ახალ საბავშვო ბაღებს კომპანია „გიკო“ აშენებს. კახაბერ გვანცელაძემ ორივე მშენებლობა თბილისის მერიის ლაბორატორიის ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა.