საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე მეორე მატჩიც მოიგო.
ქართველმა გოგონებმა პირველ ტურში ყაზახეთი 3:1 დაამარცხეს. ამჯერად, ქართველმა გოგონებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუმინეთი დაამარცხეს. მართალია, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ წოწერიასა და ბოლქვაძის გოლებით ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილებმა 2:1 მოიგეს.
ყაზახეთისა და ბელარუსის შეხვედრა 2:2 დასრულდა, პენალტების სერია კი ყაზახებმა უკეთ შეასრულეს – 4:2.
განვითარების თასის გათამაშება 13 მაისს დასრულება, მესამე ტურში საქართველო ბელარუსს შეხვდება, ხოლო რუმინეთი – ყაზახეთს. ორივე შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.