უეფა-ს განვითრების თასის მოსაგებად ქულაც საკმარისია - 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგიც დაამარცხა #1TVSPORT
უეფა-ს განვითრების თასის მოსაგებად ქულაც საკმარისია - 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგიც დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ლუქსემბურგთან გამართა და ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა – 4:1.

სალომე ხუბულურის გუნდმა სამ მარინოში მიმდინარე ტურნირზე პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დიდი ანგარიშით, 7:4 მოუგო.

ბოლო ტურში, 21 აპრილს ქართველი გოგონები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ლუქსემბურგთან 0:2 წააგეს, ხოლო სან მარინოსთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ექვსი ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ესტონეთთან ქულის მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდება.