უეფა-ს განვითრების თასის მოსაგებად ქულაც საკმარისია - 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლუქსემბურგიც დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ლუქსემბურგთან გამართა და ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა – 4:1.
სალომე ხუბულურის გუნდმა სამ მარინოში მიმდინარე ტურნირზე პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დიდი ანგარიშით, 7:4 მოუგო.
ბოლო ტურში, 21 აპრილს ქართველი გოგონები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ლუქსემბურგთან 0:2 წააგეს, ხოლო სან მარინოსთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ექვსი ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ესტონეთთან ქულის მოპოვების შემთხვევაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდება.