საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მონტენეგრო დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მონტენეგრო დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სან მარინოში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და მონტენეგროელი თანატოლები 2:0 დაამარცხა.


მონტენეგრო-საქართველო 0:2


გოლები: 0:1 სანდრო რატიანი (35. ლუკა ლაშხიას პასით). 0:2 ალექსანდრე ქუთათელაძე (65)

საქართველო: საბა ასანიძე, დაჩი გოგოლი, საბა ხაჩიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, სანდრო რატიანი, ნიკა სურგულაძე, ალექსანდრე ქუთათელაძე, დავით გოგილაშვილი (85. დავით ნახუცრიშვილი), ლუკა ლაშხია, გიორგი მჟავანაძე (80. გიორგი ფერაძე), გიორგი გონსალვეს ჩუბინიძე (70. გიგა ნიკვაშვილი)

სათადარიგო: ვანო ბახუტაშვილი, ოთარ ჯაოშვილი, მათე-გიორგი ტატიშვილი, გიორგი ბედიანაშვილი, ლუკა კვაშილავა, საბა ნიორაძე.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა – თავი 35-ე წუთზე სანდრო რატიანმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმში ალექსანდრე ქუთათელაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ტურნირზე მეორე თამაშიც გაიმართა – სლოვენიამ მასპინძელ სან მარინოს 2:0 მოუგო და საქართველოს გაუთანაბრდა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას 6 აპრილს მასპინძელი ქვეყნის, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს.

6 აპრილი, 17:00 | სან მარინო – საქართველო

9 აპრილი, 12:30 | სლოვენია – საქართველო