უცხოური მედიის ცნობით, მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან სულ მცირე სამი ადამიანი დაჭრეს
აშშ-ში, მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სიახლოვეს სროლა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველია.
მედიკოსების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია და საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.
ამერიკული მედია ავრცელებს დაკავებულისა და ავტომობილის ფოტოებს, სადაც საქარე მინაზე ნატყვიარები ჩანს.
ინციდენტის გამო, დროებით დაიკეტა მიმდებარე საავტომობილო გზა.