აშშ-ში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლები გაჩხრიკა

22:22, 19.10.2021

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონსა და ნიუ იორკში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ოლიგარქის წარმომადგენელმა, ლარისა ბელიაევამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თავად დერიპასკა არ იმყოფებოდა იმ სახლებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

ოლეგ დერიპასკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია, რომელიც 2018 წლის აპრილში ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა.

მსგავსი