უჩა ნანუაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე ქვეყნის ფარგლებს გასცდა
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე ქვეყნის ფარგლებს გასცდა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ზაზა სარალიძისა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იყო კითხვები, რამდენად რეაგირებს სამართალდამცავი ორგანოები საქმეზე მითითებულ დარღვევებზე.
„ეს არის საქმე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსები დაინტერესებულები არიან. იყო კითხვები, რამდენად რეაგირებს სამართალდამცავი ორგანოები მითითებულ დარღვევებზე. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება იმ ხარვეზებზე და დარღვევებზე, რაზეც ვსაუბრობთ. ამ ყველაფერზე უნდა იყოს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, რათა სახელმწიფოს ნდობა კვლავ ჰქონდეს საზოგადოებას”, -განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.