უჩა ნანუაშვილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე უფლებადამცველთა ჩართვას ითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე უფლებადამცველთა ჩართვას ითხოვს და აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას ეჭვის ქვეშ ვერავინ დააყენებს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.
მისივე თქმით, საჭიროა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ ერთ ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩაუტარდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი იყოს შეხვედრაზე დასმული, რომელიც ტატუნაშვილის საქმეს ეხება. ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, რომლის განხილვაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ადამიანის უფლებადამცველებმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხის განხილვას შეხვედრაზე. ვიმუშავებთ, რომ ზოგადად წამოწეული იყოს უსაფრთხოების საკითხები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. ინფორმაცია უკვე მიწოდებული გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მხარეებთან იყოს კომუნიკაცია. ეს არის ექსპერტიზა, რომელსაც ვერავინ დააყენებს ეჭვის ქვეშ. ეს არის სამწუხაროდ, რეალურად წამება, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ამაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს კონფლიქტურმა მხარემ”- განაცხადა ერგნეთში უჩა ნანუაშვილი.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე მსჯელობენ.