უაიკლეფ ჟანი და მრავალჟამიერი „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“ [ფოტო-ვიდეო] 

„ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მესამე დღეს ბათუმის კორტებზე მსმენელის წინაშე უაიკლეფ ჟანი წარდგა. მსმენელისთვის მოულოდნელობა იყო მრავალჟამიერის მოსმენა, რომელიც სცენაზე აჟღერდა. მუსიკოსმა მსმენელის საყვარელი ჰიტები შეასრულა.

Fugees-სთან ერთად მოპოვებული პოპულარობისა და აღიარების შემდეგ, უაიკლეფ ჟანი კიდევ უფრო ცნობილი გახდა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Guantanamera, Perfect Gentleman, 911, Hips Don’t Lie.