„ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მეორე დღე - ფოტოამბავი
„ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მეორე დღე - ფოტოამბავი

„ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მეორე დღეს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, პროდიუსერისა და მსახიობის ტრონი ენდრიუსის კონცერტი გაიმართა.

ქართველი მსმენელის წინაშე ენდრიუსი ნიუ ორლეანელი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულ ჯაზ-ბენდთან, „ორლეანს ავენიუსთან“ ერთად წარდგა.

გვიან ღამით, მსმენელის წინაშე ასევე წარდგა ერიკა ბადუ, რომელმაც ახალი მუსიკალური პროექტი „DJ სეტი“ წარადგინა.

2018 წლის რიგით მეთორმეტე „ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ მუსიკალური საღამოები 22 ივლისს დასრულდება.