ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შემთხვევა გუშინ დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.
მამაკაცი თავდაპირველად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს.