საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ტყიბულში გამგეობის შენობასთან. მეშახტეები სამუშაო პროცესის განახლებას და შახტებში ჩასვლას ითხოვენ.
მათი თქმით, კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ დღეს განაცხადა, რომ ხელფასს ვეღარ გადაუხდის და ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ტყიბული დაცლის საშიშროების წინაშე დგას.
„საქნახშირის“ ადმინისტრაციამ დღეს დილით გვითხრა, რომ აღარ შესწევს რესურსი, გადაიხადონ ხელფასი მადნეულის მოპოვების პროცესის გარეშე. მივმართავთ ხელისუფლებას, მოგვცენ უფლება, ბურღვა-ფეთქებადი სამუშაოები შახტების იმ უბნებზე განვაახლოთ, სადაც მუშაობა უსაფრთხოა”, – განაცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილე მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ.