ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებს, პროფკავშირებსა და საწარმოს ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება იმართება
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, სადაც სამუშაოები ორი დღეა, შეწყვეტილია, დასაქმებულებმა კიდევ ორი მოთხოვნა – სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მატება წამოაყენეს.
ამ დროისთვის, მოლაპარაკება მიმდინარეობს მეშახტეებს, პროფკავშირებსა და საწარმოს ადმინისტრაციას შორის.
ადგილზე ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია. მეშახტეები სახელმწიფოსგან პანდემიის დროს მუშაობისას აღებულ ხელფასზე საშემოსავლო გადასახდის უკან დაბრუნებას, ნახშირის მომპოვებელი კომპანიისგან დამხმარე ჭაურის ე.წ. კლეტის დროულ შერემონტებას ითხოვენ. ინციდენტი, რის გამოც მეშახტეებმა ნახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელებაზე უარი თქვეს, ორი დღის წინ მოხდა. შახტში გაიჭედა ლიფტი და მეშახტეები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაჭედილი იყვნენ.