Twitter-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში ნაცისტური სვასტიკის ან მსგავსი ატრიბუტიკის სურათის გახსნამდე Twitter-ისგან გაფრთხილებას მიიღებენ.
ასევე აიკრძალება მათი გამოყენება პროფილის ფოტოებსა და ზოგადად სოციალურ ქსელში. ამის შესახებ განცხადება Twitter-ში გააკეთეს.
კომპანიის ახალი პოლიტიკის ფარგლებში, დაიბლოკებიან ის მომხმარებლები, რომლებიც რაიმე კავშირში იქნებიან ძალადობის ტირაჟირებაში შემჩნეულ ორგანიზაციებთან.
Twitter-ში აცხადებენ, რომ ისინი გააუქმებენ ანგარიშებს, რომლებიც მოქალაქეებზე მოძალადე არასამთავრობო სექტორთან იქნება დაახლოვებული. ასევე, დაიბლოკება მომხმარებლის სახელები, რომლებიც ძალადობრივ ან რასისტულ ტერმინებს შეიცავს.