თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ წეროვანთან ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, რამაც ავარია გამოიწვია
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ წეროვანთან ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, რამაც ავარია გამოიწვია.
მათივე თქმით, მძღოლი ეროვნებით თურქია.
როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში 11 დაშავებული გადაიყვანეს, რვა კი „ჯეოჰოსპიტალში“.
ორ დაშავებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.