თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ოზურგეთიდან ორი პირი ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ოზურგეთიდან ორი პირი ბათუმის საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს.
ამჟამად გურიაში თვითიზოლაციაში 48 პირი იმყოფება.
აქედან, ცამეტი ადამიანი ლანჩხუთში, თერთმეტი – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
„დღეს ორი პირი გადავიყვანეთ კარანტინში. გურიიდან სულ 13 პირი იმყოფება ბათუმის საკარანტინო სივრცეში. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც წესს არ დაემორჩილება, კარანტინში გადაყვანა მოუწევთ“ ,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.