თუშეთში, ომალოდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ილიურთაში მანქანა ხევში გადავარდა.
შეტყობინების საფუძველზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩარკვიანმა განუცხადა, შეტყობინება შემოვიდა, თუმცა ამ ეტაპზე ინიციატორთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მიემართებიან სამართალდამცველები.
„იქ ტელეფონი ცუდად იჭერს. ვცდილობთ დავუკავშირდეთ ზარის ინიციატორს, მაგრამ კავშირზე ვეღარ გავდივართ. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ არ არის მსხვერპლი. ომალოში იმყოფება პოლიციის ჯგუფი და ისინი მიემართებიან შემთხვევის ადგილას. მათი მეშვეობით შევიტყობთ დაშავებულების მდგომარეობას და რაოდენობას. ამ ინფორმაციის შემდეგ განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა. გახდება თუ არა ჩვენი ჩარევა საჭირო“, – აცხადებს ჩარკვიანი.