თუშეთში, სოფელ ილიურთაში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
თუშეთში, სოფელ ილიურთაში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და სოფელ ომალოს ამბულატორიის ექიმები. ახმეტის მერის სოსო ქარუმაშვილის განცხადებით, ამ წუთებში დაშავებულების ამოსაყვანად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
„რამდენი ადამიანია დაშავებული ჯერ არ ვიცით. ერთი გარდაცვლილის შესახებ მაქვს ინფორმაცია”,- ამბობს ქარუმაშვილი.
თუშეთში, გომეწრის ხეობის სოფელ ილიურთაში ავტომანქანა ხევში რადენიმე საათის წინ გადავარდა.