თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ გზაზე მიწის მოწყვეტამ გამოიწვია.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის საპატრულო პოლიციას აქვს ჩაკეტილი. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ცუდი ამინდის გამო, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა.