თუშეთში 10 წლის მოზარდი კლდიდან გადავარდა.
შემთხვევა სოფელ გოგლურთაში მოხდა. ბავშვი დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მოზარდი ხევიდან სამართალდამცველებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოაყვანეს. ბავშვი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით გომეწრის ხეობიდან თელავში გადაიყვანეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, მოზარდს თავის ტრავმა აღენიშნება და არ გამორიცხავენ, შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანონ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.