თურქეთის ქალაქ მარმარისში პროსტიტუციის ბრალდებით 26 წლის საქართველოს მოქალაქე ე.ნ. დააკავეს. დაკავებული არიან ასევე რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები, ამასთან ორი მამაკაცი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
მარმარისის ოლქის პოლიციის განყოფილებამ სპეცოპერაცია ერთ-ერთ სასტუმროში გამთენიისას ჩაატარა.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ მუღლას საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს.