თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

12:45, 24.01.2018

თურქეთის ქალაქ მარმარისში პროსტიტუციის ბრალდებით 26 წლის საქართველოს მოქალაქე ე.ნ. დააკავეს. დაკავებული არიან ასევე რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები, ამასთან ორი მამაკაცი, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.

მარმარისის ოლქის პოლიციის განყოფილებამ სპეცოპერაცია ერთ-ერთ სასტუმროში გამთენიისას ჩაატარა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ მუღლას საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს.

მსგავსი