მედიის ცნობით, მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი
მედიის ცნობით, მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი

მარმარისში ცეცხლის გაჩენაში ორი არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

Hürriyet Daily News-ის ცნობით, ორმა ათი წლის ბავშვმა აღიარა, რომ მუღლის პროვინციაში, ქალაქ მარმარისის მახლობლად მდებარე ფიჭვნარში წიგნებს წვავდა, რის შემდეგაც ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიას მოედო. ცეცხლის გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. მედიის ინფორმაციით, არასრულწლოვნებისგან აღიარება, სავარაუდოდ, მათი პედაგოგის დახმარებით მიიღეს.

თურქეთის სამხრეთ რეგიონებში მესამე დღეა, ხანძარს ებრძვიან. დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა ორასს აღემატება.

ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურაც უწყობს ხელს. მუღლის პროვინციაში ხანძარმა საფრთხე შეუქმნა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე კურორტ მარმარისს, რომლის რამდენიმე სასტუმროდან დამსვენებლების ევაკუაცია განხორციელდა.