თურქეთში პოლიციამ ტონა ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ იზმირის გუზელბაჰჩეს რაიონში, სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს, სადაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოჩნდა. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა.
ქვეყნის პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, თურქული მედია წერს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალებმა 2018 წელს 17.3 ტონა ჰეროინის კონფისკაცია მოახდინეს და 1 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.