თურქეთის პოლიციამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
თურქეთის პოლიციამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თურქეთის პოლიცია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.

თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის და მასთან დაკავშირებული რეგიონული ქვედანაყოფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ იდენტიფიცირებულია 30 ადამიანი, რომლებიც სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ ერდოღანთან დაკავშირებით ე.წ. ჰეშთეგით ავრცელებდნენ სიტყვას „მოკვდა.“

თურქული მედიის ინფორმაციით, 30 ადამიანი დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციას ავრცელებდნენ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტს თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლებმა ვიდეომასალის გავრცელებით უპასუხეს, რომ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგშია.

ჭორების გავრცელება ასევე დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი გლაზგოში მიმდინარე კლიმატის სამიტზე არ გაემგზავრა.

დატოვე კომენტარი