თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ამასთან, დაშავებულთა რიცხვი ელაზიღის პროვინციაში 225-ს აღწევს. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა 100-მდე შენობა.
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 6,7-დან 6,9-მდე მაგნიტუდის მიწისძვრა 24 იანვარს საღამოს მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანსა და ისრაელშიც.