თურქეთში კოვიდკლინიკაში აფეთქებისას გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა
თურქეთში კოვიდკლინიკაში აფეთქებისას გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა

თურქეთში კოვიდკლინიკაში აფეთქებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

შემთხვევა 19 დეკემბრის დილით, გაზიანთეფში მოხდა. კერძოდ, კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ჟანგბადის დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

განყოფილებაში მყოფი პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.