თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 34-ით გაიზარდა.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 431-ს აღწევს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლი 159 797-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან 1 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო მაჩვენებლი ახლა 122,793-ს შეადგენს.