თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 34-ით გაიზარდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 34-ით გაიზარდა

თურქეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 34-ით გაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 431-ს აღწევს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებლი 159 797-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან 1 286 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო მაჩვენებლი ახლა 122,793-ს შეადგენს.