თურქეთში „კოვიდ-19“-ის 31 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 217 პაციენტი
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 31 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 217 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს რეკორდული რაოდენობის პაციენტი, 217 ადამიანი ემსხვერპლა და 31 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჩას განცხადებით, გაზაფხულთან შედარებით ხუთჯერ არის გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 1.5 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს კი ჯამში, 15 531 ადამიანი ემსხვერპლა.