თურქეთში „კოვიდ-19“-ის 12 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 194 პაციენტი
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 12 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 194 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 171 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 194 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 290 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 22 264 -ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 211-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 170 ათასს გადააჭარბა. 3 201 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.