თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდა

ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ქვეყანაში ბრიტანეთიდან ჩავიდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ ბრიტანეთიდან მგზავრების მიღება დროებით შეწყვიტა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, ასევე კარანტინში არიან გადაყვანილი. თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 212 ადამიანი კი დაიღუპა.