თურქეთში კორონავირუსის 29 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 240 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 29 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 240 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 240 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 29 922 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1.92 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 17 121 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 1.69 მილიონს მიაღწია.