თურქეთში კორონავირუსის 14 205 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 254 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 14 205 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 254 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 14 205 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 2.1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 254 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი დღემდე „კოვიდ-19“-ით 19 878 ადამიანი დაიღუპა.

21 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა ინფექციისგან თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში. ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში განკურნებულების რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს. ეპიდემიის შესაჩერებლად თურქეთი „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის 30 მილიონ დოზას შეისყიდის, თუმცა ანკარამ ასევე შეუკვეთა ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინის სამი მილიონი დოზა.