თურქეთში კორონავირუსის 13 830 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 191 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 13 830 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 191 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 830 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით 191 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 283 931 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 22 070 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თურქეთში სამუშაო დღეების განმავლობაში ღამით კომენდანტის საათია დაწესებული. დასვენების დღეებში კი ქვეყანაში სრული კარანტინი მოქმედებს. შეზღუდვები სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში დარჩება ძალაში და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.