თურქეთმა „ინსტაგრამზე“ შეზღუდვა მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, თურქეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ინსტაგრამის“ ხელმძღვანელობა დათანხმდა, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან მთავრობის შეშფოთების გადასაჭრელად. თურქეთს „ინსტაგრამზე“ შეზღუდვა ცხრა დღის განმავლობაში ჰქონდა. ამ გადაწყვეტილებას კი უკმაყოფილება მოყვა „ინსტაგრამის“ მომხმარებლების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა „ინსტაგრამის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, „ინსტაგრამში“ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა. ალთუნის შეფასებით, „ინსტაგრამი“ ცენზურას ცდილობს.