თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 31 896 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 31 896 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 31 896 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად ბევრი-196 პაციენტი გარდაიცვალა. 4 100 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 533 198 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 705 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 427 242-ს შეადგენს. კრიტიკულ მდგომარეობაში კი 5 800 პაციენტი იმყოფება.